16 იანვარი | კორონავირუსის ახალი შემთხვევები

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 152 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 208, პისიარ-ტესტით – 5 944.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 247 025 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 231 385 გამოჯანმრთელდა, 2 916 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 698, საიდანაც 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 770, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 8 390 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 528 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 24 106 ადამიანი.

ამასთან, 15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 837 პირი.