რუსთავში კორონავირუსი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 40-მდე ადამიანს დაუდასტურდა. კერძოდ, N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში კორონავირუსზე სწრაფი ტესტით 76 ადამიანი გამოიკვლიეს, 17-ის ტესტის პასუხი დადებითია. N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეული 123 პირიდან, ვირუსი სწრაფი ტესტით 20-ს დაუდასტურდა.
რაც შეეხება კოვიდკლინიკებს და ცხელების ცენტრებს, კლინიკა “რუსთავში ექვსი სწრაფი ტესტი ჩატარდა და ვირუსი ერთ მათგანს დაუდგინდა. მარდალეიშვილის კლინიკაში ანტიგენის ტესტით 11 პირი გამოიკვლიეს, ერთის პასუხი “კოვიდ-19”-ზე დადებითია.