20 იანვარს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მარის არხის დასახლებაში და მშენებელთა ქუჩაზე, 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, მთის ძირი, თელეთი, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.