20 იანვარი | კორონავირუსის ახალი შემთხვევები

საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 792 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 249 93 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 236 922 გამოჯანმრთელდა, 2 987 კი, გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით.