21 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმში 21 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი კლინიკა “ბაუში” თითქმის ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა. 

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი ფილტვების მძიმე დაზიანებით შეიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 26 დეკემბრიდან კიდევ უფრო დამძიმდა. 

გარდაცვლილს რისკფაქტორებიდან მხოლოდ ჭარბი წონა ჰქონდა.