21:00 საათიდან აკრძალვები ისევ ამოქმედდება

პირველი იანვრის 21:00 საათიდან გარეთ გასვლა ისევ აკრძალული იქნება და მოქალაქეები გადაადგილების შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საღმოს ცხრა საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

შეგახსენებთ, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა გამონაკლისის სახით, ერთი ღამით, 31 დეკემბერს მოიხსნა. იგივე გამონაკლისი იმოქმედებს 6 იანვრის ღამესაც.