ბოლო 24 საათში ქვემო ქართლში ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც რუსთავის ცხელების და დიაგნოსტიკურ ცენტრებში TV4-ს განუცხადეს, ქალაქის კლინიკებში ვირუსი, დღის განმავლობაში, გამოკვლეულ 14 პირს დაუდასტურდა.
N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 58 პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი 5 ადამიანს დაუდგინდა.
N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გაკეთებული 74 სწრაფი ტესტიდან, მხოლოდ 7 იყო კოვიდდადებითი.
მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში ექვსი პირის ტესტის პასუხი უარყოფითია.
კლინიკა “რუსთავში” ჩატარებული 12 სწრაფი ტესტით კი კორონავირუსით ინფიცირების 2 შემთხვევა გამოვლინდა.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსზე 14 827-ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 903-ს დაუდასტურდა.