დღეს, 22 იანვარს, კომპანია რუსთავის წყალი, ქალაქ რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში, კიროვოკანის ქუჩა N23-თან, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ქუჩაზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, შეიცვალა წყალსადენის 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთი.
მათივე ცნობით, გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 22 იანვარს, დღის 12:00 საათიდან, 23 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ქალაქ რუსთავში მე-7, მე-7-ა და მე-8 მიკრორაიონებს, ლომოურის ქუჩას.
რუსთავის წყალი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით.