გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 იანვარს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის, მშვიდობის ქუჩებზე, მარის არხის I, II და III დასახლებებში, თაზაკენტში,ცემენტის ქარხნის და მიმდებარე ტერიტორიებზე. 13:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს მშვიდობის ქუჩაზე.
11:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს ქ. დმანისში და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, განთიადი, დიდი დმანისი, კამარლო, მაშავერა, კიზილქილისა, ჯავახი, ბოსლები, დაგარახლო, მამიშლო, შინდლარი, ქვემო ოროზმანი, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 12:00 საათამდე – სოფლებს შინდლარი, შახმარლო. 11:30-დან 18:00 საათამდე – სოფლებს ზემო ოროზმანი, პანტიანი, მთისძირი, ოროზმანი.
11:30-დან 12:30 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე – სოფლებს ირგანჩაი, ამამლო, მამიშლო, საფარლო, დალარი, საკირე, გორა, ბაზაქლო და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.