29 იანვარი | კორონავირუსის შემთხვევები რუსთავში

29 იანვრის მონაცემებით, რუსთავში PCR და სწრაფი ტესტით კორონავირუსი 14 ადამიანს დაუდასტურდა. N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში 47 ადამიანი გამოიკვლიეს, ვირუსი ექვს მათგანს დაუდასტურდა. რვა პირის საკვლევი ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

82 ადამიანი გამოიკვლიეს ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. 7 პირის ტესტის პასუხი დადებითია. რაც შეეხება ცხელების ზონებს, კლინიკა “რუსთავში” 18 პირს ჩაუტარდა ტესტი, 17-ის პასუხი უარყოფითია, კორონავირუსი მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.