29 იანვარს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 იანვარს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში, მარის არხის მესამე დასახლებაში.

12:00-დან 12:30 საათამდე – აბონენტებს მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის, მშვიდობის ქუჩებზე, მარის არხის I, II და III დასახლებებში, თაზაკენტში, ცემენტის ქარხნის და მიმდებარე ტერიტორიებზე.

16:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში თაზაქენდი, ბირლიკი, კალინინო, ბოტანიკა, როზა, ქესალო, ახალშენი.

11:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს იალღუჯის დასახლებაში, კოდაში. 13:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.