30 იანვარს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 იანვარს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ კუმისში, თელეთში, ზემო კუმისში, წყალმშენის, გეოლოგების და მიმდებარე დასახლებებში.

1 თებერვალს 12:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.