სწრაფი და “პი-სი-არ” ტესტის პასუხები რუსთავში- ქალაქის პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში კორონავირუსზე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 70 ადამიანი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი 14-ს დაუდასტურდა. “პი-სი-არ” კვლევა გუშინდელი დღიდან ჯამში 11 პირს ჩაუტარდა, ორის პასუხი დადებითია, ექვსი პირის ტესტის პასუხს ელოდებიან.
N2 პოლიკლინიკაში სწრაფი ტესტით 120 ადამიანი გამოიკვლიეს, 25-ის ტესტის პასუხი დადებითია. სწრაფი ტესტით ოთხ პაციენტს დაუდასტურდა ვირუსი კლინიკა “რუსთავის” კოვიდის მიმღებ ცენტრში, გამოიკვლიეს რვა ადამიანი. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში, ვირუსი სწრაფი ტესტით გუშინ ორ პირს დაუდგინდა, ხოლო დღეს გამოკვლეული ხუთი ადამიანიდან ყველას პასუხი “კოვიდ-19”-ზე უარყოფითია.
ინფორმაცია ახლდება.







