6 იანვარი | “პი-სი-არ” და სწრაფი ტესტის პასუხები რუსთავის კლინიკებში

სწრაფი და “პი-სი-არ” ტესტების პასუხები რუსთავში- ქალაქის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით კორონავირუსი 10 პირს დაუდასტურდა, ჯამში დღე-ღამეში პოლიკლინიკაში 40 პირი გამოიკვლიეს, 30-ის ტესტის პასუხი უარყოფითია. ცენტრში “პი-სი-არ” მეთოდით 7 პირი გამოიკვლიეს, რომელთა პასუხები სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ვირუსი სწრაფი ტესტით 34 ადამიანს დაუდგინდა,სწრაფი ტესტი ჯამში 124 ადამიანს ჩაუტარდა. “პი-სი-არ” მეთოდით 7 პირი გამოიკვლიეს, პასუხები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

მარდალეიშვილის კლინიკაში შუა დღის მონაცემებით, სწრაფი ტესტი ორ პირს ჩაუტარდა, ტესტის პასუხი უარყოფითია.

კლინიკა “რუსთავში” სწრაფი ტესტით 15 პირი გამოიკვლიეს, ვირუსი შვიდ მათგანს დაუდასტურდა.