“პი-სი-არ” და სწრაფი ტესტის პასუხები რუსთავში- N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში კორონავირუსი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 23 ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში კლინიკაში სწრაფი ტესტით 94 პირი გამოიკვლიეს. რვა პირის “პი-სი-არ” ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში 29 ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი სწრაფი ტესტით, ჯამში 161 ადამიანი გამოიკვლიეს.
რაც შეეხება კოვიდ კლინიკებს და ცხელების ზონებს, კლინიკა “რუსთავში” სწრაფი ტესტი 17 ადმიანს ჩაუტარდა, შვიდის ტესტი დადებითია. ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში გამოკვლეული 20 პირიდან, ვირუსი სამს დაუდასტურდა.
მარდალეიშვილის კლინიკაში ორი პირი გამოიკვლიეს, ორივეს პასუხი უარყოფითია.