რუსთავის N25 და N26 საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავის N25 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 5 221 007 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, რომელსაც გამარჯვებული კომპანია ჰყავს.

სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „სეისმომედეგობა“ შეასრულებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა 720 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და შეონობაში 24 საკლასო ოთახი მოეწყობა.

პროექტის თანახმად, ასევე იგეგმება ლაბორატორიული ოთახების მოწყობაც. სპორტული დარბაზის კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში, იგეგმება ცალ-ცალკე ბიჭებისა და გოგოების გასახდელების მოწყობა.

სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც, მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და სველი წერტილები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც, მათ შორის სატრანსპორტო გზის, რომელიც ასევე დამატებულია პროექტში.