NCDC დღესასწაულებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სადღესასწაულო შეკრებების უსაფრთხოდ გატარების მიზნით, რეკომენდაციებს აქვეყნებს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სადღესასწაულო შეკრებები რეკომენდებული არ არის, თუმცა, მათ, ვინც სტუმრად წასვლას გეგმავენ, ან სტუმრები ეწვიათ, უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან.

  • ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო/საზეიმო ჭურჭელი;
  • სადღესასწაულო შეკრებებზე, თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა, სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე;
  • პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს. სადილობისას აუცილებელია, დაიცვათ სულ მცირე ერთი მეტრი დისტანცია გარშემომყოფებისგან;
  • დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ;
  • დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი