დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სადღესასწაულო შეკრებების უსაფრთხოდ გატარების მიზნით, რეკომენდაციებს აქვეყნებს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სადღესასწაულო შეკრებები რეკომენდებული არ არის, თუმცა, მათ, ვინც სტუმრად წასვლას გეგმავენ, ან სტუმრები ეწვიათ, უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან.
- ვახშმობისას არ გამოიყენოთ საერთო/საზეიმო ჭურჭელი;
- სადღესასწაულო შეკრებებზე, თუ თქვენი ოჯახის წევრების გარდა, სხვა ადამიანებიც იმყოფებიან, აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე;
- პირბადე მოიხსენით მხოლოდ სადილობის დროს. სადილობისას აუცილებელია, დაიცვათ სულ მცირე ერთი მეტრი დისტანცია გარშემომყოფებისგან;
- დაიბანეთ ხელები საკვების მიღებამდე და შემდეგ;
- დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი