NDI: მოსახლეობის 41% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს

NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის 41 პროცენტი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს.

კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? – 41 %-ის პასუხია დიახ, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არა, ხოლო 17% ამბობს, რომ არ იცის.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა2,053 მოქალაქე.