NDI: მოსახლეობის 50% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, მოსახლეობის 50% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს.

38% – უარყოფითად.

11%-ს არ აქვს პასუხი კითხვაზე.

2020 წლის ნოემბერში მთავრობის საქმიანობას დადებითად 30% აფასებდა, უარყოფითად – 58%;

კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2 053 ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.1%-ია. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.