დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შსს-ს განცხადებით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.