ძლიერი აფეთქება აზერბაიჯანში. საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი. უცხოური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შემთხვევა ბაქოს გარეუბანში მოხდა. მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანიც ამოიყვანეს. აფეთქებისას მიმდებარედ არსებული შენობებიც დაზიანდა. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.