ახალციხეში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა

ახალციხეში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა. ოჯახის ხუთივე წევრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება.როგორც კლინიკაში აცხადებენ,
ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრი, ხუთი თვის ბავშვი თავს კარგად გრძნობს, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.