გაგრაში ხანძრის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო რაზმის გაგრის შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა.
„ხანძრები ჯერ არ ჩამქრალა, რადგან ეს არის ტყის მასივი – დიდი ტერიტორია. თუმცა, საცხოვრებლ სექტორს არაფერი ემუქრება. წვიმა დიდად ვერ დაგვეხმარა, მხოლოდ ცოტა შეამცირა გავრცელების სიჩქარე“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ხანძრის მასშტაბზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ, დაახლოებით, ეს 100 ჰექტარია.
ამჟამად ხანძარია გაგრაში, კერძოდ მამზიშხას მთაზე, ყველა დანარჩენ ადგილზე კი ჩამქრალია.