დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებლის ტენდენცია ქვემოთ მოდის, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ინფექციის ცირკულაციის აქტიურობის ქვეყანაში.
“ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის მოდის ქვემოთ, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ინფექციის ცირკულაციის აქტიურობის ქვეყანაში. როგორც გითხარით, დღევანდელი არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 2,2% არის დადებითობის მაჩვენებელი. საშუალოდ ბოლო 30 დღე გვაქვს 11,9%, ბოლო ერთ კვირაში გვაქვს 8,3% და ბოლო ორ კვირაში 9,8%. ამავე დროს მოგეხსენებათ, თუ ჩვენ ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის პირველ კვირაში 100 000 მოსახლეზე გადავთვლით, ინციდენტობის მაჩვენებელი გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. დღეს უკვე სადღაც ევროპის შუა გულში ვართ და როგორც ინციდენტობა ზოგადი, ისე 7 დღის, ისე 14 დღის საშუალო ინციდენტობა, ისე კუმულაციური, ყველა მრუდი მოდის ქვემოთ, ანუ სტაბილიზაცია სტაბილურია ქვეყანაში”, — აცხადებს გამყრელიძე.