გეგუთის ციხეში პატიმრები პროტესტისთვის ემზადებიან. მსჯავდებულები შიმშილობის დაწყებას აპირებენ.
მიზეზი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი და კონკრეტული მუხლებია, რომელიც მათ არ ეხებათ და ციხეს ვერ დატოვებენ.
უკმაყოფილების კიდევ ერთი გამომწვევი ფაქტორი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კოვიდ ინფიცირების შემთხვევებია.
პატიმრების თქმით, ვირუსის შემთხვევები ბევრად მეტია, ვიდრე სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს.