“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის თქმით, მოლაპარაკებებზე ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი დასახელებული არ არის.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების რაუნდი რაუნდისთვის არ უნდა შედგეს და ის, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის საფუძველი უნდა იყოს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა არის „ქართული ოცნების“ დრო, კომპრომისული სივრცე, რომელიც არსებობდა მათ შორის ჩვენი წინადადებებით, გამოიყენოს. პასუხისმგებლობა აქვს უფრო დიდი „ქართულ ოცნებას“ და მათ შორის, მანევრირების სივრცეც უფრო დიდი აქვს. მაგრამ სამწუხაროდ, რაღაც კონკრეტული წინადადებები არ გვსმენია. რაუნდი რაუნდისთვის არ უნდა შედგეს, უნდა იყოს იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან.
მე არ ვფიქრობ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რამდენიმე წევრის პარლამენტში შესვლით რამე შეიცვალა. ისინი ჩვეულებრივად შევიდნენ „ქართული ოცნების“ რიგებში. მთლიანი ოპოზიციური სპექტრი არის ერთიანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.