თურქეთში კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა, – ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.
„მუტირებული ვირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც თურქეთში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდნენ. მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა“, – განაცხადა ფაჰრეთინ კოჩამ.