სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.
მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობაა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების ნაწილში.
გენერალური პროკურატურა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის 30-30 000 ლარიან გირაოს და საგამოძიებო უწყების გარეშე, ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა.
მელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ბრალდებას არ ეთანხმება.