ის, რაც გააკეთა პუტინთან ძალიან ახლოს მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა, არ უკადრია ამ ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს საუკუნეების განმავლობაში – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, ბრძენმა ამერიკელმა ხალხმა სერიოზული საფრთხე მოაცილა თავის ქვეყანას და მსოფლიო დემოკრატიას.
„იმედია, ხვალინდელი დღე ამერიკისთვის, მთელი მსოფლიოსთვის იქნება უკეთესი, ხოლო პოლიტიკა დარჩება ოლიგარქიის გარეშე. ოლიგარქი პოლიტიკაში, ეს არის გალიიდან გამოშვებული მხეცი, რომელიც უკან შეგდებასაც სჭირდება მსხვერპლი და ის განსაცდელი, რომელიც ჩვენ გადაგვაქვს. მიუხედავად იმისა, ეს ოლიგარქი ბრაიტონ ბიჩზეა გაზრდილი, თუ ჭორვილაში. მათი ფსიქიკა არის ერთი და იგივე – მეტი მოგება, მეტი ფულის შოვნა ხალხის ხარჯზე და ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად“, – განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.