პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებს შეხვდა.
დეპუტატმა ცენტრში დასაქმებულებს პანდემიის პირობებში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და “რუსთავ სერვისცენტრის” ხელმძღვანელთან, რევაზ გოგიძესთან ერთად , სასურსათო კალათები გადასცა.
შეხვედრის ფარგლებში, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადმაიანების გვერდში დგომა, რომლებიც ქალაქის სისუფთავესა და იერსახეზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
,,დღეს შევხვდით ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებს, გვქონდა მათთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. პანდემიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რთული სოციალური მდგომარეობაა ქალაქში და მერიასთან ერთად, ჩვენ შევეცადეთ გარკვეული სასურსათო პაკეტები გადაგვეცა მათთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მადლობა ვუთხარით იმისთვის, რომ ყოველ დილით ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენი ქალაქი იყოს დასუფთავებული და უსაფრთხო. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ამგვარ აქციებს და შევეცდებით, კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ მათ მიმართ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.