პროკურატურა მელაშვილი-ილიჩოვასთვის 30 000 ლარიან გირაოს ითხოვს

პროკურატურამ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების გირაოს ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს.

პროკურატურა ითხოვს, ბრალდებულებს აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა უწყების ინფორმირების გარეშე.

ბრალდებულებს აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პროკურატურის ინფორმირების გარეშე, ასევე გადაყენებულნი იქნენ თანამდებობებიდან, რომლებსაც იკავებდნენ.

„ვშუამდგომლობთ, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას, ეს ეხება თანამდებობიდან გადაყენებას. ბრალდებული ილიჩოვა გადაყენებულია, ხოლო მელაშვილს შეჩერებული აქვს უფლებამოსილება. მიგვაჩნია, რომ არსებობს ის სტანდარტი, რომელიც ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენებას უკავშირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საფრთხე, რომ ის ხელს შეუშლის გამოძიებას. ბრალდებული ივერი მელაშვილის სტატუსი, მისი წინარე ქმედება, ამ სამსახურს გაწეული აქვს საკუთარი ფუნქციები, რომელიც გამომდინარეობს დელიმიტაცია-დემარკაციიდან, აქედან გამომდინარე იარსებებს საფრთხე“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები ბრალდებულების გირაოს გარეშე, რამდენიმე პირის თავდებობის საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვენ. ადვოკატებმა თავმდებ პირებს შორის დაასახელეს ბათუ ქუთელია, ნინო გოგუაძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და საბა ბუაძე.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.