როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება მეგობრობაზე?

რუსთავში მეგობრობის გამზირზე და მიმდებარედ, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს. როგორც “ენერგო პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე TV4-ს განუცხადეს, ტერიტორიაზე ავარიული დაზიანებაა, რის გამოც ელექტროენერგია 1400-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიზეზი მე-3 ფიდერის ავარიული დაზიანებაა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე კომპანიის ავარიული ბრიგადა მუშაობს და აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, კომპანიაში ელექტროენერგიის აღდგენის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.