რუსთაველი სპორტსმენი ბადრი ყვავილაშვილი გარდაიცვალა

რუსთაველი სპორტსმენი ბადრი ყვავილაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ავრცელებს და სპორტსმენის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. ცენტრი მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

ინფორმაციისთვის, ბადრი ყვავილაშვილი სამბოში მსოფლიოს და ევროპის ორგზის ჩენპიონი იყო. მისი სახელობის საერთაშორისო ტურნირს რუსთავი ყოველწლიურად მასპინძლობს.