ამირან გამყრელიძე: შესამჩნევად სტაბილურდება ეპიდვითარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებლის, ასევე საშუალო ინციდენტობის გათვალისწინებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შესამჩნევად სტაბილურდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თუმცა, გამყრელიძე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რიმ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„კი, ინციდენტობა, 7-დღიანი, 14-დღიანი, დადებითობის მაჩვენებელი, საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, ყოველდრიური სიკვდილიანობა, ყველა ეს ინდიკატორი დადებითი დინამიკით ხასიათდება, მაგრამ არავითარი დამშვიდების საფუძველი არ არის, რადგან ყოველდღიურად300-400-500 შემთხვევა საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არ არის 5 000 შემთხვევა, ანუ ათჯერ არის შემცირებული ნოემბერთან მიმართებაში, მაგრამ ეს დამშვიდებისსაფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, კვლავ მნიშვნელოვანია არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება.

„განსაკუთრებით ახლა მნიშვნელოვანი იქნება დაკვირვება სკოლების გახსნასთან დაკავშირებით დიდ ქალაქებში. მოგეხსენებათ, ეს მობილობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტიმულია და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გავტესტეთ 49 777 პედადგოგი და მხოლოდ 0.2 პროცენტია დადებითი მაჩვენებელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.