გამყრელიძე: ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი წნევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მაღალი წნევა არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის მთავარი გამომწვევი ფაქტორია.

ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარი წნევა.

“მაღალი წევა, ანუ ჰიპერტენზია, არის მთავარი რისკფაქტორი სიკვდილიანობის [არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის]

პირველი ჩვენი კვლევით, ჯერ 2010-ში და შემდეგ 2016-ში, STEPS კვლევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმან აჩვენა, რომ საქართველოში 30% მოსახლეობა იყო, რომელსაც წნევა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში არ გაუსინჯავს. არადა, ეს ისეთივე კულტურაა, წნევის გასინჯვა, როგორც ახლა ხელებს ვიბანთ და ნიღაბს ვიკეთებთ. იმიტომ, რომ ყველა ადამიანმა თავისი წნევა უნდა იცოდეს.

დღეს ეს შემცირებულია — 2016-ის STEPS-ის კვლევით — 24%-მდე, მაგრამ, მაინც, მეოთხედი მოსახლეობა ქვეყანაში არის, რომელმაც არ იცის თავისი წნევა. არადა, წნევა შეიძლება სრულად კონტროლდებოდეს”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.