გორში 30 წლის ქალი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

გორში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წლის ქალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.