პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანია, რომ ყველაფერი რევოლუციურ რეჟიმში გადავიდეს, რაც ევროკავშირის ელჩმა კარგად იცის.
“მეხუთე რაუნდისკენ რომ არ მიდის ეს გზა, რაც დღეს ხდება, იგივე “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის საკითხთან მიმართებაში, ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. ზუსტადაც არ მიდის მეხუთე რაუნდისკენ გზა. ეს არის მიზანი მთელი ამ გუნდის, რომელიც იკრიბება, ერთად მსჯელობს და ერთად გეგმავენ, როგორ არ მოხვდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველაფერი გადავიდეს რევოლუციურ რეჟიმში, რასაც დაუფარავად ლაპარაკობენ და კარლ ჰარცელმაც ძალიან კარგად იცის.
ჩვენ რა ნაბიჯები გადავდგით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩამონათვალი ძალიან გრძელია, ვთავაზობთ, რომ უხელმძღვანელე, სათავეში ჩაუდექი და ჩამოაყალიბე კომისია, აგერ ყველა საშუალება გაქვს, გამოძიება ჩაატარე და ამ გამოძიების საფუძველზე გააკეთე დასკვნა – უნდა ჩაუდგე სახელწიფოს მოწინააღმდეგედ, თუ უნდა ჩაუდგე იმ კრიტიკოსად, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოს ემსახუროს თუნდაც თავისი ოპოზიციური პოზიციიდან,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.