ვოლსკი: კანდიდატის შერჩევის პროცესში ივანიშვილი არ ჩარეულა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევისას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა.

მისივე თქმით,გუნდის გადასაწყვეტია, თუ როგორ წავა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აირჩეოდა ირაკლი ღარიბაშვილი, მე თუ პარტიის პოლიტსაბჭოს ნებისმიერი წარმომადგენელი, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული მოსაზრება არ ექნებოდა. ივანიშვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩარეულა და როგორც თავად თქვა, არც ჩაერევა, თუმცა არ მგონია, მისი დამოკიდებულება შორს იყოს იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელიც მის მიერ ჩამოყალიბებულ გუნდში მწიფდება, განიხილება და მიიღება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.