ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ

აჭარაში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. მამაკაცი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში ზღვაში 17 თებერვალს შევიდა და გაუჩინარდა. მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინების მიღებიდან დღემდე სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა და მასში ჩართულია ყველა სპეციალისტი და ტექნიკა.