კობახიძე: გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან გასხვავებული პოზიცია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა მართლაც იყო.

მისი თქმით, მათ გიორგი გახარიასგან ვერ მოისმინეს საკმარისი არგუმენტები.

“მოგეხსენებათ, გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადაგომის შესახებ. ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და სამწუხაროა, რო მან მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშრებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუნდის სხვა წევრებისგან გასხვავებული პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა, არგუმენტები, რომელიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ.

წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს ცხადად თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ თუ არა. გუნდის დანარჩენინ წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კანონის აღსრულება, მითუმეტეს, როდესსაც მას დანმნბაშავეები ასეთი უხეში გამოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკურ რადიკალიზაციას და პოლარიზაციას,”-განაცხადა ირაკლი კბახიძემ.