მამუკა მდინარაძე-მანდატების შეწყვეტის საკითხზე გადაწყევტილება ხვალ გახდება ცნობილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განაცხადებით, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ოპოზიციონერებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. 

„პოლიტსაბჭოს მთავარი განსახილველი საკითხი იყო ჩვენი ოპონენტებიც, საპარლამენტო ოპოზიციის იმ წარმომადგენელთა მანდატების შეწყვეტაზე მხარადაჭერა თუ პირიქით, რომლებმაც ამ საკითხზე განცხადებები შემოიტანეს. სამწუხაროდ, დღეს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტის შესახებ ვერ გეტყვით, რადგან მას ხვალ სჭირდება უმრავლესობის უმრავლესობის ასეთივე პოზიციის დაფიქსირება თუ უარყოფა. თუ ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით რაღაც პოზიციაზე, რაც ხვალ უნდა წარვუდგინოთ უმრავლესობას, ე.ი. პოლიტსაბჭოს უმრავლესობას გარკვეული აზრი გააჩნნია, ეს ასევე უნდა აისახოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ასევე უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. ხვალ, სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე.”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შესაძლოა, ოპონენტების ნაწილს მათი გადაწყვეტილება, თუ იგივე დარჩა, არ მოეწონოს. 

შეიძლება, ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს არ მოეწონოს ის გადაწყვეტილება თუ იგივე დარჩა, რაც იქნება გამოტანილი საბოლოო ჯამში, მაგრამ მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმის საპირისპიროდ, რასაც ვხედავდით ტელეეთერებში, რომ ისინი ძალიან გაგულისებული საუბრობდნენ, რომ აუცილებლად უნდა შევწყვიტოთ მათი უფლებამოსილება, ამის საპირისპირო მოქმედებებს ვხედავდით კულუარებში. გამოჩნდა, რომ ნერვიულობა იყო და არის ძალიან დიდი“, – აღნიშნა მდინარაძემ.