მამუკა მდინარაძე: ხდება ოპოზიციის ჩამოშლა

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საერთო ოპოზიციური ფორმატი უკვე ჩამოშლილია.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლები ოპოზიციის ჩამოშლის გადაფარვას „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაზე საუბრით ცდილობენ.

ამასთან, მისივე თქმით, “ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„დღე არ გავა, ეს ჩამოშლა რომ არ გაგრძელდეს. ლიდერები ტოვებენ პარტიებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ის რადიკალიზმი, რომელსაც საფუძველია არ გააჩნია, არაა მისაღები და შედეგიანი და ამიტომ ხდება ოპოზიციის ჩამოშლა. რადიკალური ოპოზიცია ჩამოშლის პირასაა და პრაქტიკულად ჩამოიშალა, ამ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები საუბრობენ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ყველა სიტყვა ტყუილია. დაპირისპირების მაგვარიც კი არაა. ერთადერთი, რაც მმართველ გუნდში ხდება ისაა, რომ დისკუსია მიდის რეალურ თემებსა და საქმეებზე“, – აღნიშნა მდინარაძემ.