მარნეული-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-თბილისის მაგისტრალზე. გავრცელებული ინფორმაციით, თელეთის მონაკვეთზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

შემთხვევა დილის საათებში მოხდა.