მარნეულში სოფლის კრებების გამართვა გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებების/კონსულტაციების გამართვა გრძელდება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ამჯერად მოსახლეობასთან შეხვედრები ხოჯორნის, ქუთლიარის, კაპანახჩის, ახკერპის და წერაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.