მელია: ალეკო, ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში

ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ალეკო ელისაშვილის განცხადებას. ელისაშვილის განცხადებით, ის მზადაა თავისი ხელფასი ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად გადაურიცხოს.

„ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მზადაა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს შესაგროვებლად თავისი ხელფასი გადაურიცხოს.