მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

 მესამე დღეა, მესტიის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა სოფლებში, რაც ძირითადად სასოფლო გზების ჩაკეტვას და ელექტროენერგიის შეფერხების მიწოდებას უკავშირდება.

მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, მიმდინარეობს სოფლების შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. 

ამასთან, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია ხშირად ითიშება, თუმცა მუშაობენ ავარიული ბრიგადები და ხდება პრობლემის აღმოფხვრა.

რაც შეეხება ზუგდიდი – ჯვარი- მესტიის საავტომობილო გზას, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და გზაზე შეფერხებები არ არის.