ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სინოდის წევრები ვაქცინაციის საკითხში არ ჩარეულან, რადგან ეს მედიცინის სფეროა.
როგორ მეუფე აცხადებს, ადამიანების ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ჩაიტარებენ თუ არა ვაქცინას.
“ვაქცინაცინაციასთან დაკავშირებით სინოდის გადაწყვეტილება ძალიან მარტივი იყო – ეს საერთოდ არ არის სინოდის საქმე. ეს არის სამედიცინო სფერო. ჩვენ მადლობას გამოვთქვამთ იმისთვის, რომ ადამიანის თავისუფლება არ იზღუდება. უნდა აიცრას, არ უნდა, ნუ აიცრება. ჩვენ საღვთისმეტყველო, საეკლესიო მსჯავრს არ გამოვიტანთ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში”, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.