„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ

„ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ოფისში შეკრებილები სამართალდამცველებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ნიკა მელიასთვის სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების გადაცემას აპირებენ.

“სასამართლოს მიერ გაცემულია განჩინება და მოვედით ადგილზე”, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია მთელი ღამის განმავლობაში მხარდამჭერებთან ერთად ენმ-ს ოფისში იმყოფებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.