ოკუპაციის 100 წლისთავი: სოფელ წერეთლის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სპეციალური ლექცია ჩატარდა.

ლექცია  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპატარის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე და ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ცენტრალური და ადგილობრივბი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსწავლეებთან ერთად ისაუბრეს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, გაიმართა ლექცია სახელწოდებით: „თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ”, რომელიც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა და ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ წაიკითხა.

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე, თემატური პერფორმანსი წარმოადგინეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გატარებული პოლიტიკის ფარგლებში, ეთნიკურ უმცირესობების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას, რაც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ეფექტიან განხორციელებას ისახავს მიზნად.